|
2018-02-24 16:50:07, 2066 ნახვა
საზოგადოება
უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო. რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება - მოეწყობა ბორდიური, ფეხითსავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „უწერის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე განხორციელდება და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვანხორციელებთ. ამასთანავე, უწერის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათ გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოები გავაცანით“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.
(NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)