19:14 - 07 Jul, 2026
|
2018-02-24 11:17:43, 1881 ნახვა
კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის მამა: სიცრუეა რასაც იძახიან, გული საით ჰქონდა, არც იცოდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს. „თითიდან გამოწოვილი სიცრუეა რასაც იძახიან, რომ გულით დაიღუპაო. გული საით ჰქონდა, არ იცოდა“,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. ცნობისთვის, ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)