|
2018-02-23 18:51:44, 2017 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ყველა დონეზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. სესიაშვილი ამბობს, რომ ტატუნაშვილი სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. „უმძიმესი ფაქტია, პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ. ეს არის სამწუხაროდ სეპარატისტული რეჟიმისის მორიგი მსხვერპლი. იცით, რომ სუსი ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს რეალურად დაადგინოს, რა იყო გარადცვალების მიზეზი, ყველა დონეზე ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას“,-აღნიშნა სესიაშვილმა. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)