18:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 17:53:26, 1836 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილზე: სამხედრო, რომელიც იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო და მას ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა.

"ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics