|
2018-02-22 12:11:11, 1541 ნახვა
კომენტარი
ქეთი ალექსიძე: გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც თბილისში ავიაციის სფეროს 500 ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, დღეს სრულდება. სასტუმრო „ბილტმორში“ პრეზენტაცია ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,რაინეარის“მიმართულებების განვითარების დირექტორმა ნილ ო კონერი გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ავიაკომპანიებთან შეხვედრები დღესაც გრძელდება და საინტერესო წინადადებები განიხილება. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით. ,,დღეს რეალურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და გრზელდება ავიაკომპანიების ბრიფინგები. საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს ავიაკომპანიების მიმართ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ამავე სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან. კოპპენჰაგენი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ამავე კომპანიას აქვს ინტერესი ფრენების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აღნიშნული მოვარგოთ მათ გრაფიკებსა და შესაძლებლობებს. ასევე ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორისაა ამსტერედამი და ესპანეთის ქალაქები,-“განაცხადა ქეთი ალექსიძემ. თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მესამე დღეა გრძელდება, ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტიწარმომადგენელი მონაწილეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)