|
2018-02-22 11:45:20, 1600 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International აფგან მუხთარლიზე: გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის
აფგან მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში. ანგარიშია თანახმად, 29 მაისს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. "მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგსაც საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა", - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)