14:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 09:03:32, 1697 ნახვა

საზოგადოება
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 46-ე ადგილზეა

საქართველო 2017 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსში 46-ე ადგილზეა, - შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ავრცელებს. 

რგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, წელს საქართველომ 56 ქულა მიიღო, ხოლო 2016 წელს ის 44 ადგილს იკავებდა. 

კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია ახალ ზელანდიაში (89 ქულა), მეორე ადგილზე 88 ქულით დანიაა, მესამეზე კი ფინეთი (85 ქულა). 

ახალი ინდექსის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ავღანეთი რჩება. ავღანეთის კორუფციის აღქმის ინდექსმა მხოლოდ 15 შეადგინა და რეიტინგში 169-ე ადგილიდან 177-ზე გადაინაცვლა. რეიტინგის ბოლოში მოექცნენ სირია (14 ქულა), სამხრეთ სუდანი (12 ქულა) და სომალი (9 ქულა).

რეგიონების მიხედვით ყველაზე არაკორუმპირებული დასავლეთ ევროპაა, საშუალო ქულით - 66.

სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics