|
2018-02-21 19:50:28, 1803 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი - მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. „დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ ის, რომ რადგან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო, ის დაძლეულიყო. გამოჩნდა, როგორ ხელოვნურად გადააფიქრებინეს უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტო დაძლეულიყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს პიროვნული ფაქტორი, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდა. იღებენ კანონს, თან ამბობენ, რომ ცუდი კანონია და ამბობენ, რომ ახლა მივიღებთ და მერე შევცვლით“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)