|
2018-02-21 16:36:07, 1493 ნახვა
საზოგადოება
ჯაფარიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამ ეტაპზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოების ფარგლებში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შედეგად, 2205 კვ.მ ფართობის გზა განახლდება. გზის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 145 766 ლარი გამოიყო. პროექტს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. (NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)