|
2018-02-21 14:19:30, 1571 ნახვა
კომენტარი
დანელია ზურაბ ალავიძეზე: შემაშფოთებელია, როდესაც ფაროსანასთან ბრძოლის კომისიის სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს
„მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს. ამასთან, დანელია ფაროსანას საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის მუშაობით უკმაყოფილოა. „მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს. მე აქვე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელძღვანელობს კომისიას დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს მე ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან, ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)