17:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 15:20:58, 549 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის პირველი მოაგილე დავით ებრალიძე  იქნება.
 ამის შესახებ ხიდაშელმა თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ის გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მანამდე ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ენერგოომბუდსმენი და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კონტროლის პალატაში მუშაობის",-აღნიშნა ხიდაშელმა.

ასევე მოადგილეებად დაინიშნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.  ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

ხიდაშელის განმარტებით, კიდევ 2 მოდგილეს მოგვიანებით წარადგენს, რადგან ისინი დასავლეთში სწავლობენ და დოქტორანტურის პროგრამებს ასრულებენ.
"კიდევ 2 მოადგილე უნდა დავნიშნოთ, მაგრამ ვინც უნდა დავნიშნოთ, ისინი სწავლობენ დასავლეთში და ასრულებენ დოქტორანტურის პროგრამებს და ივნისის ბოლომდე ვერ შემგვიერთდებიან",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics