|
2018-02-20 13:48:16, 1681 ნახვა
საზოგადოება
ჩაბუქის ბრიფინგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის 16:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგი გადაიდო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, მიზეზი ჩაბუქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. უცნობია, როდის გაიმართება ჩაბუქის შეხვედრა მედიის წარმოამდგენლებთან. ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. თუმცა პროკურორმა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ისინი ჩაბუქის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბუქი საექსტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი 24 თებერვალს იწურება. უცნობია, როდის ჩაინიშნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, სხდომაზე უნდა განიხილონ დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)