|
2018-02-17 10:02:41, 1768 ნახვა
პოლიტიკა
ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მიუნხენში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში. პრემიერი მიესალმა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას და სასამართლოს წარმომადგენლის დანიშვნას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის სწორად წარმართვას.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)