23:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 08:14:20, 2339 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: ყველაფერი, რასაც რუსეთი ეხება ინგრევა - ამის მაგალითია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი სააბჭოთა კავშირის დაშლას ვერ ეგუება და მას მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობა სურს.

ამის შესახებ პპეტრო პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს. 

"რუსული პოლიტიკური სამყარო სიცრუეზეა აგებული. ყველაფერი, რასაც რუსეთი ეხება ინგრევა და ნადგურდება. ამის მაგალითია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი, დონბასი, ყირიმი და ახლა უკვე სირია. რუსეთს სძულს თავისუფალი ერები, რადგან არ იცის რაც ნიშნავს იყო თავისუფალი. რუსეთის მთავრობა ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას და ამიტომ, მისი მიზანია დაიკმაყოფილოს ამბიციები, ანუ დაიპყროს მეზობელი სახელმწიფოები. რუსეთი მხოლოდ უკრაინით, საქართველოთი და სირიით არ დაკმაყოფილდება, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას მოინდომებს. კრემლის პოლიტიკა თავისი პროპაგანდითა და ამბიციებით, ცრუ ინფორმაციითა და ჰიბრიდული ომით მთელ ევროპას ემუქრება, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის კონტინენტს. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთს სძულს დასავლური ღირებულებები. როდესაც რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ლახავს, სინამდვილეში მას არა ტერიტორია, არამედ მისი ღირსების და ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა სურს“, – განაცხადა პოროშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics