|
2018-02-16 10:04:05, 1795 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს შეხვდება. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 12:30 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა 26 იანვარს გაიმართა. მედიაორგანიზაციებმა პარლამენტს მოუწოდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ. 22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)