21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:26:55, 2407 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა YouTube-ი და Instagram-ი დაბლოკონ

რუსეთში ინტერნეტპროვაიდერებმა შესაძლოა YouTube-ი და Instagram-ი დაბლოკონ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელების შესაძლო დაბლოკვის მიზეზად რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკასა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპირისპირება სახელდება.

კერძოდ კი, ნავალნიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა საგამოძიებო ვიდეო, სადაც ის ოლიგარქ დერიპასკას მიერ განხორციელებულ კორუმპირებულ ქმედებებზე საუბრობს.

მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ვიდეოთი ოლიგარქის პირადი ცხოვრების უფლება ირღვეოდა, რის გამოც ალექსეი ნავალნის ვიდეოს წაშლა დაევალა.

აღსანიშნავია, რომ ნავალნიმ YouTube-დან და Instagram-დან ვიდეოს წაშლაზე უარი განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ ნავალნი ვიდეოებს არ წაშლის, ხოლო კომპანიები მათზე წვდომას არ შეზღუდავენ, რუსეთის ინტერნეტპროვაიდერები არხებზე წვდომას დაბლოკავენ, რადგან კონკრეტული კონტენტის დაბლოკვის უფლება მათ არ აქვთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics