10:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 14:38:51, 1651 ნახვა

საზოგადოება
თარხნიშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, თარხნიშვილის ქუჩაზე, ახალი ასფალტის საფარი დაიგება.  

მიმდინარე სამუშაოების პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად დაათვალიერა.

„თარხნიშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური და დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქუჩა მოწესრიგებული იყოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მძღოლებისთვის“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 300 კვ.მ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ასევე, მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები.

სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 700 ლარია გამოყოფილი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics