20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 16:01:02, 2147 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირი ერაყის განვითარებისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ერაყის განვითარებისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ქუვეითში, ომის შემდეგომი ერაყის აღდგენის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, 300 მილიონიანი დაფინანსების გარდა, ცალკეული ევროპული სახელმწიფოები ქვეყანას დახმარებას გაუწევენ.

ფორუმის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდება იმ თანხის რაოდენობაც, რასაც მასში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაზარალებული ერაყის აღსადგენად გამოყოფენ.

ცოტა ხნის წინ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ომის შემდგომი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენას 55-დან 100 მილიონამდე დოლარი დასჭირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics