09:34 - 28 Jul, 2026
|
2018-02-14 11:25:46, 1628 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, N4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)