03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:44:24, 831 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა ნაწილი სისტემაში უკვე დაიწყო, ნაწილი ახლო მომავალში დაინერგება და საბოლოოდ, მისი შედეგები, განათლების ხარისხის ამაღლებაზე აისახება.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

დირექტორებთან შეხვედრას რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე და რესურსცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და 1 კერძო სკოლაა.

შუახევიის მერიის ცნობით, 2017 წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცინარეთის, ბუთურაულისა და ჭვანის საჯარო სკოლებს, ასევე ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს, დაიწყო სოფელ მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლების მშენებლობა.

მალე ექსპლუატაციაში შევა სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აშენდა კაკალაძეებისა და ცენტერაძეების დაწყებითი სკოლები.

2018 წელს დაიწყება დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა.

შუახევის მუნიციპალიტეტში 1869 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 840 პედაგოგი, მათ შორის სერტიფიცირებულია 92 პედაგოგი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics