|
2018-02-12 14:43:53, 1666 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: ევროპისთვის დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომით მიგრაციას ხელი უნდა შეეწყოს, თუკი საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებები და ინტერესები დაცული იქნება. კერძოდ, ზოიძის შეფასებით, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ: "მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, მაქსიმალურად მეტი თანხა გადაუხადონ მათ და მეტი შემოსავალი შემოვიდეს ამ ქვეყანაში, მეტად კვალიფიციურები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ ევროპისათვის, ჩვენ უნდა ვიყოთ მაღალკვალიფიციური მუშახელის მწარმოებელი, რომელიც წარმატებით დასაქმდება საქართველოში და ასევე სხვა ქვეყანაშიც გლობალურ ბაზარზე მაღალ ტექნოლოგიებში და შემოიტანს ამ ტექნოლოგიებს ჩვენს ქვეყანაში. ვეთანხმები პოზიციას, რომ ამ ქვეყანაში ის დარგები უნდა განვითარდეს პირველ რიგში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების, მაღალ ინდუსტრიული და მაღალი წარმოების ინტენსივობით ხასიათდება და რომელიც კონკრეტულ დოვლათს მოგვიტანს, კონკრეტული ადამიანებისათვის კეთილდღეობას, მაღალ შემოსავლებს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)