20:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-11 14:14:52, 2601 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და სირიაში არსებულ ირანულ სამიზნეებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.  განადგურებულია 12 სამიზნე. 

The guardian-ის ცნობით, ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილზე ფრენები აკრძალა. ქვეყნის მთავარი აეროპორტი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის კუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16 სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს. 

სამხედრო თვითმფრინავში მყოფმა ორივე მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ორივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის მოტეხილობები აღენიშნება.

ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში განიცადა. გავრცელებული ცნობით, F-16 ჰაერში ირანული უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად აიჭრა, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცე სირიის ტერიტორიიდან დაარღვია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics