15:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 17:57:06, 1870 ნახვა

კომენტარი
პაატა ბურჭულაძე: წყალი არ გაუვა, რომ ფონდ „იავნანაზე“ შეტევა ჩემს გამოა

"წყალი არ გაუვა, რომ ფონდ "იავნანაზე" შეტევა ჩემს გამოა", - ამის შესახებ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

"ფონდ იავნანაზე შეტევა რომ ჩემს გამოა, ამას წყალი არ გაუვა. ეს რომ იყოს მარტო ფონდი "იავნანა", ფილმი არ იქნებოდა ვაჟკაცები ქართველების მიერ, ვინც გადაიღო ის ფილმი,  გადაღებული მახათაზეც, მაგრამ რადგან მე ვხელძღვანელობ ფილმი გადაიღეს ამაზეც ამაზეც...ნათელია, რომ ეს არის  შეტევა სულ სხვა მხრიდან. ფონდი "იავნანა" არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში",-განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ფონდ " იავნანას" საქმიანობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

"დღეს საქართველოში ძნელია,  მონახო ადამიანი, ვისაც სჯერა იმ ფილმების, რომელიც იყო გადაღებული. კითხვები იყო რასთან დაკავშირებით მივემგზავრებოდი,  მოვემგზავრებოდი, ვისთან მქობდა შეხვედრები, საიდან ჩამოვიყვანეთ ამდენი საუცხოო ვარსკვლავი მსოფლიოდან.ამან წაიღო დიდი დრო",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ.

შეგახსენებთ, გამოძიება ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესდა. საქმე ეხება ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics