08:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 13:25:09, 1878 ნახვა

საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა გიორგი შარვაშიძეს „სამარცხვინო რექტორი“ უწოდეს (ვიდეო)

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართლ ღონისძიებაზე შესვლა ვერ მოახერხეს, პრესკონფერენცია გამართეს.

მათი თქმით, დარბაზში არ შეუშვეს სტუდენტები, რომ მათ თავისი სათქმელი ეთქვათ.

„ყოველთვის ვიბრძოლებთ უნივერსიტეტის შინაარსის დასაბრუნებლად“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

მათ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტექსტიც წაიკითხეს.

მოგვიანებით, აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან ვითარებაში გასარკვევად თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე მივიდა. სტუდენტებმა მას სამარცხვინო რექტორი უწოდეს.

„სამარცხვინო რექტორი ბრძანდებით ბატონო გიორგი, სტუდენტებს რომ გარეთ დატოვებთ და თქვენ შიგნით შებრძანდებით. სამარცხვინო ხართ, უნივერსიტეტს შინაარსს ვერ დაუკარგავთ“, - მიმართეს სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს.

საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში უკვე დასრულებულია. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics