|
2018-02-03 16:22:32, 2122 ნახვა
კომენტარი
ირმა ჭკადუა: სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს წარჩინებით და გამოცდებისთვის ემზადება
„ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე“, - ამის შესახებ #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროცესზე არავითარი დამატებითი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ადვოკატის შეფასებით, მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. „არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი. ვინაიდან, ის მუხლი, რომლითაც გამოძიება დაწყებული იყო და ყველაზე მთავარი ხარისხია დაზიანების, რომ ეს არ არის მძიმე დაზიანება, რომელიც ბავშვებს ჰქონდათ. მათ არ დასჭირდათ ოპერაციები და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ხელშემკვრელი მხარე ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოსი და ზოგადად პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვევაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც, ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას, მით უფრო არასრულწლოვნის შემთხვევაში. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით და ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა ბრალდების მხარის და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც ჩატარდება იმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რომელიც საფუძველი გახდება ჩვენთვის, კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს“,- აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)