|
2018-02-03 12:59:04, 1714 ნახვა
კომენტარი
აბესაძე - თავდაცვის სფეროში გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა
„აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მცდარი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნებლურია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა გაფართოებულ ფორმატში უნდა მოხდეს, სადაც შესაბამისი მინისტრებიც იქნებიან მიწვეული. „წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. ეს გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ ჩვენი წლების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავდაცვის სფეროში არის მცდარი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნებლური. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებზე და მათ შორის, დანაშაულებრივ საკითხებზე, რაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში ნდობის ჯგუფზე უფრო მეტად გაფართოებულ ფორმატში, თუნდაც, კომიტეტის ფორმატში, დახურულ რეჟიმში, რადგანაც საუბარია, სახელმწიფო საიდუმლოებაზე, მოწვეულ იქნეს თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, მართლაც, რამდენად გამოსწორდა ის დარღვევები, რაც არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. დოკუმენტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა, 2015-2016 წლებს მოიცავს. შეხვედრას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილიც ესწრება.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)