|
2018-01-30 13:24:19, 1787 ნახვა
კომენტარი
იან კელი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში წევრობის საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. შესაბამისი განცხადება ელჩმა Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა რომლის მიხედვით, საქართველოს წევრობა ნატოს და ევროკავშირის ინტერესებშია. "ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამერიკა არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. თვითონ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მის სუვერენულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა იან კელიმ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)