16:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-28 16:46:08, 2696 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნი დააკავა

მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე პოლიციელებმა პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. 

„მე დამაკავეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ტვერის მოედანზე. თქვენ ჩემთვის კი არა, თქვენთვის და საკუთარი მომავლისთვის გამოდიხართ“, - დაწერა ნავალნიმ. 

ნავალნი, მოსკოვში პუშკინის მოედნის მიმდებარედ დააპატიმრეს. მანამდე ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობდა.

პოლიტიკოსის დაკავებამდე საპროტესტო აქციაზე "ამომრჩევლების გაფიცვა", რომელიც 28 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს, დაახლოებით 90 ადამიანი დააპატიმრეს. ნავალნიმდე პოლიციამ ტვერის ქუჩაზე სხვა აქტივისტებიც დააპატიმრა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics