|
2018-01-23 18:45:39, 2594 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში გერმანული გამოცემის ჟურნალისტები დააკავეს
თურქეთში გერმანული გამოცემის Tagezeitung-ის ფილიალში მომუშავე ჟურნალისტები დააკავეს, - ამის შესახევ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავება ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა. "ანკარაში იმ ჟურნალისტების სახლებს ჩხრეკენ, რომლებსაც აფრინში ომის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ. მათ შორის არიან ჩვენი რეპორტიორები ჰაირი დემირი და სიბელ ჰურტაში, რომლებიც Arti Gercek-ისთვის მუშაობდნენ. ჟურნალისტი იდრის ილმაზი ქალაქ ვანში, ხოლო ნურჩან ბაისაში და იშაკ ქარათაში სტამბულში დააკავეს“, - წერს გამოცემის წარმომადგენლობა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. რეპორტიორები დემირი და ჰურტაში სამ დღიან პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ხალხში ძალადობის პროვოცირებაში არიან ეჭვმიტანილები. ”ეს არის დაპატიმრებების კიდევ უფრო დიდი ტალღის ნაწილი, რომელიც მიმართულია ნებისმიერის საწინააღმდეგოდ, ვინც მშვიდობაზე საუბრობს. ძნელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენია დაკავებული, მაგრამ სულ ცოტა 50 იქნება. ყველას ეშინია, თვითონ არ აღმოჩნდეს შემდეგი“, - აღნიშნა გაზეთის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ალი ჩელიქანმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 153 დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა თურქულ ქალაქ რეიჰანლიში სარაკეტო იერშის შედეგად, რომელიც აფრინის რაიონიდან განხორციელდა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)