|
2018-01-23 13:35:46, 1887 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი გროზნოს მერზე: ალბათ შემოვიდა როგორც ტურისტი და გავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია გროზნოს მერის, მუსლიმ ხუჩიევის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხუჩიევი არც ერთ ამკრძალავ სიაში შეყვანილი არ ყოფილა. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა სპეცსამსახურებს ინფორმაცია, რომ ხუჩიევი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, ომის დამნაშავეა, მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს. “ ეს ინფორმაცია მესმის თქვენგან პირველად და გადავამოწმებ. ეს ადამიანი არცერთ სიაში არ ყოფილა შეყვანილი არასოდეს და შესაბამისად, როგორც ტურისტი ალბათ შემოვიდა და გავიდა. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განაცხადა გახარიამ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გროზნოს მერი საქართველოში „გასაიდუმლოებული ვიზიტით“ იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ბათუმში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)