|
2018-01-22 17:43:12, 2531 ნახვა
საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტო: ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან განსხვავდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ნაჩვენები იყო დაფასოებული ყველი და ეტიკეტი, რომელიც რეპორტაჟის ავტორის განმარტებით, ბაღსა და მიმწოდებელს შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს. "საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქტის ვარგისიანობას, სტანდარტული მონიტორინგის პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პირადად ამოწმებს. სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, თბილისის N83, N85 და N24 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა ადგილზე გადაამოწმა. კახაბერ გვანცელაძემ სამზარეულო და სასაწყობე განყოფილებები სამივე ბაღში დაათვალიერა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში და მსგავსი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმოთ. ამასთანავე, მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს არასწორი და რეალობასთან შეუთავსებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს",-ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)