|
2018-01-19 14:55:13, 2122 ნახვა
კომენტარი
გმირთა მოედანზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გმირთა მოედანზე, მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც ქირურგმა გივი პისერევმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. "პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა პარამეტრები არის სტაბილური. ჩვენთან შემოსვლისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები. მარჯვენა ზემო და ქვემო კიდურზე. ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა პისერევმა. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)