|
2018-01-18 15:03:31, 2299 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პოლიტიკური ძალაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ენმ" ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალაა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. „კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმალამოღებული ებრძვის ჩვენს პარტიას, უკვე ხუთი წელია. ეს კვლევა ასევე აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ დღითიდღე მცირდება მოსახლეობის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ და არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 31%-ისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა", 30% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 12%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 10% ასეტ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 5%-ევროპულ საქათველოს,3%-"პატრიოტთა ალიანსს", 5% ამბობს, რომ არ იცის.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)