|
2018-01-18 15:00:48, 2101 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი NDI-ზე: ამ ორგანიზაციის მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, NDI-ის კვლევების მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა სავსებით გასაგებია. "ეს არ არის NDI-ის პოლიტიკური კვლევები და ამ ორგანიზაციის მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს, 2012 წლიდან მოყოლებული. ორგანიზაცია გამოკითხვებს ათეული წელია ატარებს. რეალურად, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებში რა თქმა უნდა პრობლემები გაცილებით უკეთ და სიღრმისეულად არის გაანალიზებული. აბსოლუტურად გასაგებია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. 14%-მა ამ შეკითხვას არასწორი პასუხი გასცა, ხოლო მხოლოდ 26%-მა უპასუხა სწორად შეკითხვას - ვინ არის თქვენი მაჟორიტარიო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)