|
2018-01-18 13:12:02, 2162 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. 20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ. „ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან. 2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)