|
2018-01-18 12:50:59, 1749 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია
„NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილოა. „ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი. ელექტორატი კრიტიკულია კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორც არის მაგალითად ხელისუფლების გადაწყვეტილება თაბორის მთასთან დაკავშირებით. მნიშნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია უყურებს განწყობებს და არ ცდილობს და არ აპირებს პრობლემების გამოსწორებას. ოპოზიციამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმედის, პერსპექტივის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას. ევროპულ საქართველოს ესმის, რომ არის კარგი სასტარტო პოზიცია, მაგრამ არასაკმარისი ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი კი არ გავიშვიროთ ვინმესკენ, რასაც უკვე წლებია აკეთებს „ოცნება“, არამედ დავკავდეთ რეალური საქმით და ხალხს გავუჩინოთ ცვლილებების და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა“, - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)