|
2018-01-18 12:13:42, 1746 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 47%-ისთვის გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-ისთვის კი - მისაღები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 52%-ის განცხადებით, იცოდნენ, რომ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას 15 ოქტომბრის მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაური ეკეთა. 43% ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-ისთვის მისაღებია, ხოლო 7% -მა არ იცის. "არ მომეწონა კაშიას ქმედება, მაგრამ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება"-ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 20% ეთანხმება,76% კი არა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)