23:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 10:50:42, 1787 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილედ სოფიო ხუნწარია ინიშნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ  სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მინდა სოფოს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მოსახლეობისათვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის ახალი მოადგილე კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს.

რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, მის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა ინიშნება, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

მერიის სტრუქტურული რეფორმის თანახმად, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებები ერთი სამსახურის ქვეშ ერთიანდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics