23:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 19:45:28, 2146 ნახვა

საზოგადოება
აუდიტის სამსახური სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვ ქვეშ არ აყენებს

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახური  ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში“,-ამის  შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ მათთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის  ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის  გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.

„ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მოტივი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი  შეგვეტანა  2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა,  დეტალურად შეესწავლა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის  შესახებ“,-აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics