23:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 17:13:28, 2150 ნახვა

საზოგადოება
„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნის შემდეგ მიიღო.

„მაგთიკომმა გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება“- აღნიშნულია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ანდრია ზოდელავას შემდეგი წერილით მიმართა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მოსმახურების ტარიფების გაზრდასთან გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლას. შესაბამისად , გთხოვთ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნული იყო წერილში

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics