|
2018-01-17 16:18:10, 2065 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი დაათვალიერა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო, დაიდგა 120 დეკორატიული სანათი, ხის პერგოლა და გაკეთდა დეკორატიული ღობეები. გარდა ამისა, დაიგო ქვაფენილი და მოეწყო ბორდიურები. კახა კალაძემ ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სკვერის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას მოვლა-პატრონობაზე და მოწესრიგებაზე, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, რაც კონკრეტულ რაიონებში, სკვერებში არა ერთხელ იქნა დაფიქსირებული და ნაჩვენები მედიის საშუალებით. წინასაახალწლო დღეებშიც სხვადასხვა სახის დაზიანების და ქურდობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. თქვენ იცით, ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელებით უნდა შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება. ამ კომპლექსურ პრობლემას, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარკები და სკვერები არ უშველის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც შეგვაძლებინებს პრობლემის გამოსწორებას“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, ასევე, უზრუნველყო სკვერის გამწვანება. ტერიტორიაზე ხეები და სხვა ტანდაბალი მცენარეები დაირგო, მათ შორის კვიპაროსი, მტირალა თუთა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ტუია, ფოტინია და ოლეანდრა. სკვერის ფართობი ერთ ჰექტარია, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 740 000 ლარია. თბილისის მერთან ერთად სკვერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მერის მოადგილე მაია ბითაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გაეცნენ. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)