|
2018-01-17 14:31:56, 1783 ნახვა
კომენტარი
გახარია: პოლიციას სკოლაში არაფერი ესაქმება, მაგრამ სამართალდარღვევისას, უნდა არსებობდეს სწრაფი კომუნიკაციის საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად, მანდატურის ინსტიტუტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები 15 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი. „ეს არ ნიშნავს, რომ მანდატურის სამსახური იმ სახით დაბრუნდება, რაც იყო. ძირითადი ცვლილება ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებით, იქნება მიმართული მანდატურსა და საპატრულო პოლციიას შორის სწრაფ კომუნიკაციის აწყობისკენ. ეს იმიტომ, რომ პოლიციას არაფერი ესაქმება სკოლაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ხდება, უნდა არსებობდეს გამჭირვალე და სწრაფი კომუნიკაციის საშუალება, რასაც ამ საკანონმდებლო ცვლილებით განათლების სამინისტროსთან ერთად ავაწყობთ. საკანონმდებლო ცვლილებები წარმოდგენილი იქნება უახლოეს პერიოდში. ეს იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)