|
2018-01-17 00:13:11, 1815 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც იაფფასიანი პიარ აქციით ვერ გადაფარავ
„აფგან მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც შენ ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით, ეს არავის დაავიწყდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევნაში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარზე პრობლემების აღიარება სწორი იქნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა: ”მუხთარლის თემაზე მაშინვე ვთქვი, რომ სასწრაფოდ უნდა მივცეთ რეაქცია. ეს არის თემა, რომელსაც შენ ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით, რომელსაც მედიიდან გააქრობ და 2-3 დღეში ვინმეს დაავიწყდება. ეს არავის დაავიწყდება. პოლიტიკოსებს რატომღაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ არაუშავს დაავიწყდებათ. რა თქმა უნდა მუხთარლის საქმეზე თუნდაც მძიმე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულება იყო, რომ არაუშავს. მაშინ მართლაც ისეთი რაღაცეები ზოგიერთმა თანამდებობის პირებმა, მართლა გადაფარეს საკუთარი ოდიოზურობით ეს ტრაგედია, მაგრამ ამას არავინ დაივიწყებს. მე სწრაფ პასუხს ამ საქმეზე აღარ ველოდები, რადგან იმ ადამიანებმა, ვისი პოლიტიკური ლოგიკაც სირაქლემას პოზას ჰგავს, ასეთი აზროვნების ლოგიკა არასდროს იძლევა პასუხებს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)