|
2018-01-16 11:08:28, 1723 ნახვა
საზოგადოება
NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას 72%, ნატო-ში 64%, ევრაზიულ კავშირში კი, 29% უჭერს მხარს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირსა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია. გამოკითხულთა უმრავლესობა, 72% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, გამოკითხულთა 30% კი წინააღმდეგია, 7%-ს კი პოზიცია არ აქვს. ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 64% უჭერს, 26% კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება შეკითხვას - საქართველოს უნდა გაწევრიანდეს თუ არა ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ, გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ უნდა გაწევრიანდეს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას მხარს უფრო მეტად ახალგაზრდები უჭერენ. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)