|
2018-01-15 21:02:36, 2178 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ხულორდავა: ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. აღნიშნული განცხადება თამარ ხულორდავამ ლატვიაში გააკეთა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფება. ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ლატვია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ძალიან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ასეთი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც დაეხმარება და აქტიურად ეხმარება საქართველოს ამ იდეის ლობირებაში სხვა დედაქალაქებთანაც. ამ საკითხებზეც, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად, გამახვილდა ყურადღება გამართულ შეხვედრებზე. გამოვყოფდი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით თანამშრომლობა. მისი მხრიდან ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების ორმხრივ მნიშვნელობას. მან გამოთქვა ინტერესი საქართველოს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით, ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს",- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)