|
2018-01-12 15:12:03, 2100 ნახვა
კომენტარი
„გირჩი“: იმედი გვაქვს, საქართველოში ჰუმანური რეფორმის გატარებას ვერავინ შეაჩერებს
„გირჩის" წარმომადგენელის ნიკა ობოლაძის განცხადებით, უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ უნდა იტანჯებოდნენ და არ უნდა ისჯებოდნენ. მისივე შეფასებით, ადამიანი, რომელიც მოიხმარს რაღაც ნივთიერებას, დამნაშავე არ არის. ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უნდა გატარდეს: "ამ კონკრეტული კანონპროექტის მიხედვით, ასობით ადამიანი თავისუფლდებოდა საპატიმროდან. "გირჩი" მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს გაათავისუფლებს ციხიდან. ნებისმიერი მცდელობა, რომ რომ ნარკოლიბერალიზაციის პროცესი შევაფერხოთ, მიუღებელია. ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც არის ამ რეპრესიული მანქანის მსხვერპლი",-აღნიშნა ნიკა ობოლაძემ. მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)