10:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 18:09:19, 2629 ნახვა

მსოფლიო
ერაყის ზარალმა ISIS-სთან ბრძოლის შემდეგ, 100 მილიარდი დოლარი შეადგინა

ერაყის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომის შემდეგ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი დათვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტების ქმედებების გამო ერაყს 100 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა საჭიროა იმისათვის, რომ 10 წლის განმავლობაში ომის შედეგად განადგურებული რაიონების აღდგენა მოხდეს.

"3-4 კვირის განმავლობაშ შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ ზარალის დათვლაზე. დადგინა, რომ ეს ზარალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ ტანხით ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ყველა განადგურებული რაიონები, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. გეგმმის თანახმად ეს 10 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება", - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰადარ ალ-აბადიმ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრემიერმა 2016 წლის 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულდა.

ცნობისთვის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics