10:38 - 05 Jul, 2026
|
2018-01-11 17:08:50, 2515 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული რეიდის დროს, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეიდი სტამბოლის 7 რაიონში ჩატარდა. მედიის ცნობით, დაკავებული პირები, სავარაუდოდ, დაკავშირებულები იყვნენ ტერორისტებთან, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში შეიარაღებულ შეტაკებებში მონაწილეობდნენ. მათი ნაწილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტების საქმეებზე იძებნებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები. ოპერაციის შედეგად ამოღებულია ციფრული მასალა, რომელიც დაკავებულთა ტერორისტულ საქმიანობას ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)