|
2018-01-11 12:26:11, 2167 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით 4 კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო რუსეთი მესამეში. პირველ ჯგუფში ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, სადაც ელემენტარული უსაფრთხოების ზომების დაცვაც საკმარისია. ამ ჯგუფში შევიდნენ: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ყაზახეთი, ლიბია და ჩილე, შვეიცარია და ვროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა. მეორე ჯგუფში, სადაც ამერიკის მოქალაეებს ცოტა მეტი სიფრთხილე მართებთ, არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ესპანეთი. ამის მიზეზი ტერაქტების სიხშირეა. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რომელშიც რუსეთია - სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთში მუდმივად არსებობს ტერორისტული საფრთხე და, გარდა ამისა, ამერიკელი მოქალაქეები "ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლნი". ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ეს ნიშნავს სერიოზულ საფრთხეს. ამ ჯგუფში ასევე შედიან თურქეთი, ლიბანი, ნიგერია, ვენესუელა, კუბა, ჰონდურასი და რამდენიმე სხვა ქვეყანა. მეოთხე ჯგუფში, სადაც აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ: სირია, იემენი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ჩრდილოეთი კორეა, ლიბია, მალი, სომალი, სამხრეთი სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)