10:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 09:36:07, 2595 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ხვალიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დღეეიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, მოძებნოს ხალხი, ვინც ქვეყანას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს.

"ვერც კი მივხვდი იქ რა ხდებოდა. გრძელდება ე.წ. საგამოძიებო ქმედებები. რატომ ეგრეთ წოდებული? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ევროპაში არავინ იძიებს სამშვიდობო აქციების საქმეს. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალგაზრდა და ზრდილობიანი ხალხია, საბჭოთა სულია დარჩენილი. მათ სურთ ამ საქმით მოგვაცდინონ ჩვენი პოლიტიკური აქციებისგან. თუმცა, ჩვენ ამ აქციებზე უარს არ ვიტყვით. დღეიდან ვიწყებ უკრაინის მასშტაბით ტურნეს. დავიწყებთ ხალხის შეკრებას ახალი ხელისუფლებისთვის, ვაპირებ იმ "300 სპარტელის" მოძებნასაც. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ხალხი, ვინც ქვეყანას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მან ასევე მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics